Tuesday, December 15, 2009

მჟავას ელექტროლიტური დისოციაცია

ელექტროლიტური დისოციაცია არის წყალში გახსნისას ან გალღობისას ელექტროლიტის იონებად დაშლა. ელექტროლიტური დისოციაციის შედეგად ხსნარში წარმოიქმნება დადებითი და უარყოფითი იონები ეკვივალენტური რაოდენობით. ამიტომ ელექტროლიტის ხსნარი ელექტრონეიტრალურია, წარმოქმნილი იონები ჰიდრატირებულია, ე. ი. თითოეულ იონთან შეერთებულია წყლის ერთი ან რამდენიმე მოლეკულა. ელექტროლიტური დისოციაციის პროცესებს, ქიმიური რეაქციების მსგავსად, განტოლებებით გამოსახავენ. მჟავების დისოციაციით მიიღება წყალბად–იონი (კათიონი) და მჟავას ნაშთის იონი (ანიონი): HCl = H+ + Cl- HNO3 = H+ + NO3 აქედან ჩანს, რომ მჟავა ელექტროლიტია, რომლის დისოციაციით წყალბად–იონები და შესატყვისი ანიონები მიიღება.

No comments:

Post a Comment