Saturday, February 13, 2010

ნატურალური მინერალური წყალი „ლიკანი“ ზომიერი მინერალური შემადგენლობით ხასიათდება. „ლიკანის“ მინერალური წყლის საბადოს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მასში ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა და კალციუმის შემადგენლობის განსაკუთრებული კომბინაციაა. სწორედ ეს განაპირობებს „ლიკანის“ მინერალური წყლის უნიკალურობას.


„ლიკანის“ საბადოს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი მასში ბუნებრივი ნახშიროჟანგა გაზის სიუხვეა, რომელიც ხელს უწყობს მინერალური წყლის 1500 მეტრის სიღრმიდან ამოსვლას და ანიჭებს მას განუმეორებელ, რბილ გემოს. ლიკანი ბუნებრივი გაზირების საშუალებით საუკეთესოდ კლავს წყურვილს და აგრილებს.

3 comments:

  1. ლუკა, ძალიან კარგი პოსტი დაგიდია, ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციაა მოცემული.ყოჩაღ!

    ReplyDelete